რეზონანსი
25.12.2018

 რუსთავის სასაფლაოზე 19, 20 და 24 წელის ახალგაზრდები დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავის სასაფლაოზე დაჭრილი მამაკაცების ახლობლები არიან შეკრებილები, როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან არიან დაჭრილები, თუმცა მათთვის უცნობია რის გამო მოხდა აღნიშნული ფაქტი.

დაჭრილი მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებასთან შეკრებილები არიან დაშავებული მამაკაცების ოჯახის წევრები.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×