რეზონანსი
24.12.2018

 რეჟისორი ქეთი დოლიძე ნინო ანანიაშვილის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმაზე შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს: 

"აქამდე ჩუმად ხომ ვიყავი!

მე არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება, ჩემი ქმარი დამხობისკენ, განადგურებისკენ, უბედურებისკენ მოუწოდებდეს ხალხს და მე, ასე, ხელიხელჩაკიდებული, ბედნიერი სახით ვიდგე მის გვერდზე?! ე.ი. შენ ამ ვანდალურ მოწოდებაზე აწერ ხელს, როგორც მოქალაქე, როგორც დიდი უწყების, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი! რას ჰქვია, აპოლიტიკური ვარო?! მაშინ, ტრიბუნაზე რა გინდა? და მერე, ეგ შენი ქმარი რომ მხოლოდ ქმარი იყო და მეტი არაფერი დამსახურება არ გააჩნია, რომელმაც ხმა არ ამოიღო 2008 წელს, ეს რაში წერია!

დიდი ბალერინობა (უდავოდ დიდი) არაფრის ინდულგენცია არაა!!! არაფრის! წერტილი!

რადგან ასეთი ცნობილი ფიგურა ხარ, უნდა აგო პასუხი შენი ქმრის ნამოქმედარზეც...

და გაიხსენო, რა სკანდალით გადავარჩინეთ შენგან პიონერთა სასახლე!“ - წერს დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×