რეზონანსი
24.12.2018

23 დეკემბერს წავკისში სასტიკი ორმაგი მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით ცივი იარაღით მოკლეს ორი მამაკაცი, ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, კიდევ ორი მამაკაცი კი დაჭრეს, მათგან ერთ-ერთი 30 წელზე მეტი ასაკის სოსო დორეულია, ხოლო მეორე პიროვნება ერთ-ერთი მონასტრის მორჩილია, სახელად, რუსლანი.

სოსო დორეულის მამის ინფორმაციით, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ პირს ეძებენ. მისი თქმით, ორივე მამაკაცი ტაბახმელადანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობენ.

“როგორც ვიცი, ინციდენტი მოხდა ავტომანქანის შუშის დაზიანების გამო. რამდენიმე დღის წინ, აქვე წავკისში მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ლექსოს ავტომანქანის სარკე დაუზიანეს და ამის გამო ლექსო თხოვდა მათ მანქანის გაკეთებას. მანქანა ლექსოსი არ იყო. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და მანქანა გაეკეთებინათ, აქეთ მიაყენეს ლექსოს შეურაცხყოფა და დახოცეს ბიჭები…  მოკლედ, ამ ინციდენტის გამო იყო “საქმის გარჩევა”, რომლის დროსაც ეს საშინელება დატრიალდა.

ეს ყველაფერი სოსოს სახლთან მოხდა, სოსო ხმაურზე გავიდა გარეთ და ამ დროს დაინახა დაჭრილი ლექსო, მიეშველა, ყვიროდა, მკვლელები არ გაუშვათო და ამასობაში სოსოც დაჭრეს. მეორე დაჭრილი ბიჭი დათოს მეგობარია მორჩილი, სახელად რუსლანი. სოსო ერთ-ერთი გამწვანების ფირმაში მუშაობს და ხშირად მიჰყავდა უბნის ბიჭები, ასაქმებდა მათ და ხელს უწყობდა, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, როგორც მითხრეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია", - ამბობს დორეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×