რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ გიმნაზიაში უმძიმესი ფაქტი მოხდა. რუსულის მასწავლებელმა სვეტა ქირიამ, პრობლემურ ბავშვი ააყენა, დასცინა და დანარჩენ ბავშვებსაც აიძულა, დაეცინათ მისთვის. სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მომხდართან დაკავშირებით სკოლის "ინსპექცია" შეიკრიბა და რუსულის მასწავლებელი, სვეტა ქირია მხოლოდ იმიტომ არ გააგდეს სკოლიდან, რომ მას პირადი ტრაგედია აქვს - შვილმკვადი დედაა.

დეტალების გასარკვევად ჩვენ თავად სვეტა ქირიას დავუკავშირდით, რომელმაც მომხდარი უარყო, ტელეფონი გათიშა და ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. "2020NEWS" შეეცადა დეტალები განათლების სამინისტროში გადაემოწმებინა, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

 

 

2020news.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×