ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2019 წლის ფინანსურ ასპექტებს მიმოიხილავს. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 2019 წელი მშვილდოსნებს ელით.
“მათ ექნებათ ყველანაირი შანსი, ფინანსური, ეკონომიკური და საერთო თვალსაზრისით”, - აღნიშნავს "ჯიბისისთან" ცაგარელი.
მისივე თქმით, ასევე სარფიანი წელი და ფულის შოვნის შანსი ექნებათ ლომის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, თუმცა, თუკი ისინი თანხის უყაირათო ხარჯვას არ დაანებებენ თავს, არაფრის მომცემი წელი შერჩებათ ხელში.
2019 წელი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს კუროსთვისაც და შესაძლოა გაუჩნდეთ ახალი შესაძლებლობები და ახალი პროექტები, რაც წარმატებებს მოუტანთ. წლის მეორე ნახევრიდან ფინანსური გაუმჯობესების მეტი შანსი ექნებათ ქალწულებს.
არც სასწორებისთვის არ იქნება ცუდი წელი, ყოველ შემთხვევაში, 2018 წელზე უკეთესი წელი იქნება. ამავე თვალსაზრისით, საფრთხეს უნდა ელოდონ მერწყულები და დაახლოებით მაისიდან თევზები. ექნებათ სირთულეებიც, განსაკუთრებით ბიზნეს პარტნიორებს შორის ღალატის კუთხით.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წელი მეტ-ნაკლებად ნორმალური იქნება.