რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 26-28 დეკემბერს ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ოღონდ მაღალმთიან ზონაში.

"25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +11+16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3 - +8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე, ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში იქნება", - განუცხადა "2020NEWS"-ს დოდო გვაზავამ.

თბილისში 24-25 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. შესაძლებელია, 27-28 დეკემბერს იყოს თოვლჭყაპი თბილისში. დედაქალაქის შემოგარენში, სავარაუდოდ, მოთოვს.

 

 

"2020news.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×