რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თუმცა შსს ამას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, ვინაიდან, სავარაუდოდ, მათი გამოკითხვა სწორედ ახლა მიმდინარეობს.

„ქრონიკამ" ერთ-ერთი ბრალდებულის ვინაობა დაადგინა, ანრი ყურაშვილის სახლს სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკდნენ. ოჯახი მომხდართან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

წავკისში სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღვოდა. ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, როდესაც ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან ავტოავარია შეემთხვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულია ანრი ყურაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა უკვე ჩატარდა. სამართალდამცავებმა 30 წლამდე მამაკაცის ქურთუკი წაიღეს.

ოჯახიდან წაიყვანეს ყურაშვილის კუთვნილი ავტომობილიც. "ამბობდნენ სისხლის ლაქებიაო"- ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.

გუშინ, 23 დეკემბერს წავკისში 4 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. ორი მათგანი - 26 წლის ლექსო და 28 წლის დათო ფეიქრიშვილები ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×