რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შვილის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

"წინა დღეებში დათოს კლასელებისთვის დაუსვამს კითხვები, რომ მოვკვდები, რამდენი კაცი მოხვალთ და თუ მიტირებთო. ალბათ, ჰქონდა წინათგრძნობა. დათოს დანის შიში ჰქონდა. კარტოფილს მარიამს ათლევინებდა, მერე თვითონ წვავდა. 25 ივლისს 18-ის გახდებოდა. ამბობდა, ან სპორტს გავყვები ან ექიმი გამოვალო... შეყვარებული იყო, ძალიან უყვარდა თანაკლასელი გოგონა და ხშირად ახსენებდა, ზრუნავდა მასზე. როცა პოლიციამ მისი ნივთები გადმომცა, მათ შორის საღეჭი რეზინის სტიკერიც იყო, ზედ გულები ეხატა. დათოს შეყვარებულმა გოგონამ მითხრა, ჩემი ნაჩუქარია და არ მეგონა, ამდენ ხანს გულის ჯიბით თუ დაატარებდაო" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×