რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ტელევიზიისა და გაზეთის დაარსებას გეგმავს, რის გამოც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას აპირებს.

ინფორმაციის რეალურობა „პრაიმტაიმს" თავად შათირიშვილმა უკვე დაუდასტურა. მისი განცხადებით, ძალიან მალე, საკუთარ მეგობრებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ტელევიზიასა და გაზეთს დააფუძნებს, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ბორდის შემადგენლობას ტოვებს.

ზაზა შათირიშვილის თქმით, მისი მედიასაშუალებების მთავარი ნიშა საინფორმაციო მიმართულება არ იქნება და აქცენტები უფრო შემოქმედებითი და ინტელექტუალური მედიაპროდუქტის შექმნაზე გაკეთდება.

შათირიშვილმა, უკვე განცხადებით მიმართა პარლამენტის კანცელარიას - შეუწყვიტონ უფლებამოსილება. ის სამეურვეო საბჭოს წევრად 2018 წლის 23 მარტს აირჩიეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×