(რეზონანსი) ორგანიზაცია ამბრელას დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ორივე ამოვასვენეთ,
როგორი შეწუხებული და დაღლილი სახეები აქვთ,
ორივეს ზურგიდან აქვს მიყენებული მრავლობითი ჭრილობა,
დიდი ხანჯალის გამოყენებით ზურგიდან დაჩეხეს ბიჭები,
არაკაცულად და ცივად.
სავარაუდოდ დაკავებულია მკვლელი,
გვარად ვინმე აბულაძე,
რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას,
ეს პიროვნება უნდა ცხოვრობდეს ტაბახმელაში,
ტაბახმელა ჩვენს უბანთან ახლოს მდებარეობს,
ასეთი ინფორმაციაა ამ ეტაპზე,
არვიცი რომელი ბიძაშვილი ვიტირო,
ხან ერთთან ვარ ხან მეორესთან,
ორი პატარა ბიჭი გაყინული გვიწევს უბანში,
სავარაუდო მოტივი არის რაღაც ავტომობილის 20 ლარიანი სარკე,
სხვა დეტალები ამ ეტაპზე არვიცი".