რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) 23 დე­კემ­ბერს, გვი­ან სა­ღა­მოს მკვლე­ლო­ბა მოხ­და წავ­კის­ში. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ცივი ია­რა­ღით მოკ­ლეს ორი მა­მა­კა­ცი - ლექ­სო და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი, კი­დევ ორი მა­მა­კა­ცი კი დაჭ­რეს. დაჭ­რილ­თა­გან ერთ-ერთი 30-წელ­ზე მეტი ასა­კის სოსო დო­რე­უ­ლია, ხოლო მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა მორ­ჩი­ლია, სა­ხე­ლად რუს­ლა­ნი. სოსო დო­რე­ულს უკვე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია.

ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა და დაჭ­რი­ლი სოსო დო­რე­უ­ლიც წავ­კი­სე­ლე­ბი არი­ან, მე-4 პირი, რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დათო ფე­იქ­რიშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად.

მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლი გი­ორ­გი ქო­რ­ოღ­ლიშ­ვი­ლი "Ambebi.ge" - ს უყვება, რომ როცა ხმა­უ­რი გა­ი­გო და გა­რეთ გა­მო­ვი­და, ახალ­გაზ­რდე­ბი უკვე დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ.

- მე რომ გა­მო­ვე­დი ბი­ჭე­ბი უკვე დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთი, მგო­ნი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლიც იყო. და­ვი­ნა­ხე სი­სიხ­ლის გუბე და დიდი დანა, პუ­რის საჭ­რე­ლად რომ ვი­ყე­ნებთ ისე­თი, რო­მე­ლიც ძირს, ტა­ლახ­ში ეგდო, პო­ლი­ცია ჯერ არ იყო მო­სუ­ლი, სას­წრა­ფოს გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მაგ­რამ აღარ და­ვე­ლო­დეთ, მე­ზობ­ლის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს ბი­ჭე­ბი. ყვე­ლა ერთი და­ნით არის დაჭ­რი­ლი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×