რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) წავკისში, გუშინ ღამით სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილები 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. გარდაცვლილები ბიძაშვილები იყვნენ და ისინი წავკისში, თინა წავკისელის ქუჩაზე მეზობლად ცხოვრობდნენ.

ლექსო დაოჯახებული იყო და მას მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.

რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა „პინეოშია" მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "პრაიმტაიმს" წავკისში ადგილობრივებმა უთხრეს, შურისძიების მოტივი ავტომანქანის მინის დაზიანება გახდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×