რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა. ჟვანია ფარულ კენჭისყრაზე მეორე ვადით აირჩიეს. მას მხარი კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა.

ფარული კენჭისყრისას კომისიის 8 წევრის ხმა თამარ ჟვანიამ, ხოლო ერთი - ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღო. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, მარიამ შელეგიას არც ერთი ხმა არ მიუღია.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ​ენმ-ს და "ევროპულმა საქართველოს" წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად, სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.

მათი მტკიცებით, თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით „ოცნებას" გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×