რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ტელეკომპანია „იმედს" რეზონანსულ მკვლელობაზე სიცრუის ტირაჟირებასა და „ყველა საგამოძიებო მოქმედების ,,გაპრავებაში" ადანაშაულებს.

ალექსანდრე კობაიძე „ნიუპოსტთან" იმ დეტალებს ყვება, რომელიც მისი თქმით, მწყემსის უდანაშაულობას ადასტურებს.

„ტელეკომპანია „იმედის" მიერ მომზადებულ სიუჟეტი აბსოლუტურად დამახინჯებული და რეალურ ფაქტებს იყო მოწყვეტილი. სიუჟეტი ბრალდებულისა და მისი ადვოკატების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია მხოლოდ პროკურატურის პოზიციას აჟღერებს. მათ მკვლელად გამოიყვანეს კობაური, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ადვოკატი.

ალექსანდრე კობაიძე ფაქტს, რომ „ბავშვი თავზე მიბჯენით არის მოკლული", ადასტურებს, თუმცა იქვე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სასტიკი მკვლელობა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა.

„ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ბავშვს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი - ერთი მხარში, ერთი მუცლის მიმართულებით, მესამე ბარძაყში და საკონტროლო გასროლა მხარში", - თქვა კობაიძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, მალხაზ კობაურის თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმიტის დნმ-პროფილი ფიქსირდება და ამავე იარაღზეა მკვლელობაში ბრალდებულის დნმ-ი, უფლებადამცველი აღნიშნავს:

„მიბჯენით იყო მოკლული და, რა თქმა უნდა, დაფიქსირდება... მიდებულია თოფი და ამაში უჩვეულო არაფერია. აქ მთავარი კითხვები არ დაისვა: როგორ შეიძლება, რომ მამა-შვილი 500 მეტრში იყვნენ და ლორა სმიტს 8 გასროლის ხმა არ ესმოდეს? ელოდებოდა, როდის დახოცავდა კობაური მის მეუღლეს და ბავშვს?!" - თქვა კობაიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ლორა სმიტის გაუპატიურებას 19 წლის მწყემსს მხოლოდ იმიტომ ედავება, რომ ლორა სმიტს შარვალი გახეული ჰქონდა.

„რას ჰქვია, რახან შარვალი გახეული ჰქონდა, ამიტომ კობაურმა გააუპატიურა? - იქნებ სხვამ გააუპატიურა? ეს არის სიცრუე და ბრალდების მხარის სტრატეგია. წარმოუდგენელია კობაურის შემხებლობა ამ მკვლელობასთან. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ლორა სმიტი გაუპატიურებული არ არის, ძალადობრივი კვალი მას არსად აღენიშნება, ეს არსად წერია"- ამბობს ადვოკატი.

კობაიძე "ნიუპოსტთან" ადასტურებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ლორა სმი­ტის უკა­ნა ტან­ში აღ­მოჩ­ნდა კო­ბა­უ­რის სპერ­მა, თუმცა იქვე ინტერესდება, „რა­ტომ იყო რა­ი­ან სმი­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი კვა­ლი მი­სი­ვე უკა­ნა ტან­ში?" უფლება დამცველისთვის ეს ნიშ­ნავს, რომ „ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ არის ნამ­დვი­ლი და მი­ნი­მუმ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია".

„ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა იმიტომ დაჯდა, რომ არასწორად არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზები. ყოვლად წარმოუდგენელია, რაიან სმიტის უკანა ტანიდან მისივე სპერმა ამოსულიყო. ლორა სმიტთან მიმართებით ვამბობთ, რომ ქალი გაუპატიურებული არ არის. ქალის წინა ტანიდან ამოღებულია მისი ქმრის გენეტიკური კვალი, ხოლო უკანა ტანში არის როგორც მეუღლის, ასევე, კობაურის. ჩვენ ამ ფაქტს საეჭვოდ ვხდით, რადგან როგორც ვთქვით, წარმოუდგენელია, რაიან სმიტის უკანა ტანში მისივე სპერმა აღმოჩენილიყო"- თქვა ბექაურის ადვოკატმა.

ადვოკატი აქვე გამორიცხავს, რომ კობაურსა და სმიტებს შორის წინასწარ, შეთანხმებულად ყოფილიყო სქესობრივი კავშირი დამყარებული.

„სამედიცინო ექსპერტი გეუბნება, რომ დაზიანებები არ აღენიშნება, ანუ გამოდის, რომ ქალი გაუპატიურებული არ არის. ძალიან ბევრი უზუსტობაა. გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ეს შემზარავი დანაშაული კობაურმა ჩაიდინა, რაც ბრალდების მხარის სურვილია, რადგან ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოვითხოვეთ"- უთხრა ნიუპოსტს კობაიძემ.

ადვოკატი სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ მწყემსი, რომელიც ამბობს, რომ კობაურმა ლორა სმიტის ფოტო აჩვენა, სადაც ქალს მკერდი უჩანდა, შესაძლოა, მკვლლბაში გარეული იყოს.

"ბრალდება ემყარება ამ მწყემსის ჩვენებას... ვფიქრობ, რომ ეს მწყემსები და ვიღაცები უფრო არიან მაგაში გარეული, ვიდრე - კობაური. ჩემი დაცვის ქვე მყოფმა სურათი გადაუღო ლორა სმიტს და თავად აჩვენა პოლიციას, თუ სად იყო ცხედარი. თუ ის მკვლელი იყო, ლოგიკურად, მიიმალებოდა და არ ითანამშრომლებდა სამართალდამცავებთან"- აღნიშნავს კობაურის ინტერესების დამცველი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ", მე-2 ნა­წი­ლის „ბ", მე-3 ნა­წი­ლის „ა" და „ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

19 წლის მწყემსს ხა­დას ხე­ო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×