რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) წავკისის გზაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სოსო დორეულს ხანჯალი ზურგში ჩაარტყეს.

ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დორეულსდაზიანებული აქვს ფილტვი.

გვიან ღამით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დაზიანება იყო მიყენებული ბასრი დანით, მე-11 /მე-12 ნეკნს შუა, ჭრილობა არ იყო შემავალი, დამუშავდა ჭრილობა. ამჟამად პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურია," -განაცხადა ექიმმა ნიკა გავაშელაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×