რეზონანსი
24.12.2018

 პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მსოფლიო ვარსკვლავზე, ბალერინა ნინო ანანიაშვილზე წერს:

"სისხლიან 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე, სადაც საქართველოს სიამაყე ნონა გაფრინდაშვილი ატირებული, დამცირებული, ხოცვა-ჟლეტაგამოვლილი მარტო იჯდა… პრიმა ბალერინა ანანიაშვილი მკვლელ სააკაშვილთან ერთად "ჟიზელს" ცეკვავდა ნიკა კვინტრაძის გვამზე!

არც ერთი სიტყვა, არც ერთი რეპლიკა არ მახსოვს მისგან, ნონას, ქართველი ხალხის და შვილმოკლული დედების დასაცავად თქმული!

ასე ცეკვა-ცეკვით გახადა მისი კგბ-ს ოფიცერი ქმარი პრეზიდენტობის კანდიდატი!

ასე ცეკვა-ცეკვით გვემუქრება სახელმწიფო გადატრიალებით, ბოიკოტირებით, ხელისუფლების შეცვლით!

ასე ცეკვა-ცეკვით მოიხსენიებს ივანიშვილს დიქტატორად და ქურდად, შს მინისტრს – კრიმინალად, პოლიციელებს – კრიმინალურ დაჯგუფებად, ჩვენ – მკვლელებად, ახალგაზრდობას – უპასუხისმგებლო ნახირად!

ვტყუი? რაიმეში ვცდები? ეს მას პირადად არ უთქვამს და არ უქნია? შეიძლება, მაგრამ არც დაუგმია, არც გამიჯვნია, სამწუხაროდ", - წერს ხოფერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×