რეზონანსი
24.12.2018

 წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა

"ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული. უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, - განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

გუშინ, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე გარდაცვლილი 30-წლამდე ასაკის მამაკაცია. მომხდარი დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოკლულები არიან ბიძაშვილები - ლექსო და დავით ფეიქრიშვილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×