რეზონანსი
24.12.2018

 უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ბავშვი თავად დააძინა და რამდენიმე საათში მას შვილი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა 21 დეკემბერს თემქაზე მოხდა.

მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×