რეზონანსი
24.12.2018

 რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც 2 პირი, 21 და 24 წლის ახალგაზრდები დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და დაშავებული მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შუაღამეს შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში. მუცლის არეში ჭრილობა იყო შემავალი მუცლის ღრუში. გაკეთდა ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება ჭრილობები თავის არეში და თავის ტვინის შერყევა, რომელიც ასევე რჩემა სტაციონარში", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ  დავით გოგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×