რეზონანსი
23.12.2018

 შინდისის გზაზე, წავკისთან, სადაც დღეს საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ავტომანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

 ავტომანქანაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ადგილზე იმყოფებიან დაღუპულის ახლობლები.

შინდისის გზაზე მკვლელობა ცოტა წინ მოხდა. ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ორი კი დაჭრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×