რეზონანსი
23.12.2018

 თბილისში, ორ­თა­ჭა­ლა­ში შინდისის ახალ გზაზე სისხლიან გარჩევას 30 წლამდე 2 ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გარდა ამისა, ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა. არიან დაჭრილებიც. 2 ახალგაზრდა რთული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები მე-4 საავადმყოფოში მიიყვანა. მათ ოპერაცია უტარდებათ.

შემთხვევა ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

​მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×