რეზონანსი
23.12.2018

 “ჯემ ფესტი”-ს დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში შეხვდა და აეროპორტში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სიგუა დამფუძნებელი  ერთი წლის წინ აცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ფესტივალის ჩასატარებლად ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში იჯარით მიწას არ მისცემდა, ფესტივალს რუსეთის  მიერ ოკუპირებულ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებდა.

საქართვლოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი სიგუა  მისი მხარდამჭერი გახდა.

“გიორგი სიგუა ერთ დროს იყო ჩემდამი კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი.თუმცა, ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნდა ყოველთვის. ამიტომ, მისი მხრიდან ახლა ჩემი მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო”, – წერდა სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×