(რეზონანსი) ოთარ სამნიაშვილის დაკავება დაინახა მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა. თინა ელკანაურის განცხადებით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალგაზრდა დაინახა. მათ ერთი კაცი მისდევდა. ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი გაიქცა, მეორე კი მანქანაში ძალით ჩასვეს და წაიყვანეს.
„ეს ადგილი სოფელთან ძალიან ახლოსაა. ვერც ვიფიქრებდი, რომ დღისით ადამიანს გაიტაცებდნენ. ჯერ არ მივაქციე ყურადღება. შემდეგ სოფელში თქვეს, რაც მოხდა და მივხვდი, რომ რუსი სამხედრო იყო ის, ვინც ახალგაზრდა წაიყვანა", - ყვება თვითმხილველი.
ადგილი საიდანაც სამნიაშვილი წაიყვანეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადია და ოკუპირებული ტერიტორიიდან დაახლოებით 300 მეტრშია. დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მეტყველება უჭირს. ის ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან ადგილობრივი მკვიდრი ოთარ სამნიაშვილი დაახლოებით ორი საათის წინ გაიტაცეს.