რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

"ეს მდგომარეობას არაფრით არ შეამსუბუქებს ავადობის მხრივ, იმიტომ, რომ ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი ავადობის შესამცირებლად. ამიტომაც ამ რეკომენდაციის საჭიროება არ არის. შემიძლია, რჩევის სახით ვთქვა, რომ სკოლებსა თუ ბაღებში ოთახები ხშირად განიავდეს და ადმინისტრაციამ ავადმყოფი ბავშვები არ დაუშვას. დანარჩენი ეს არის განათლების სამინისტროს კომპეტენცია, თუ ისინი თვლიან, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს, მაშინ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა "მშობლები.ჯი" - სთან.

 

"მშობლები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×