რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი)  "ნაცმოძრაობის" წევრი აღარ ვარ, მაგრამ კავშირ­ების წყალობით პარტიაში­ პროცეს­ების შესახებ ინფ­ორმაცია ჩემამდე აღწევს.­ ვიცი, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრ­ავლებად დაიშლება და ამას მალე ნახავთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, რეზიკო ოთარაშვილმა განაცხადა.

"არჩევნების მეორე ტურის შემდეგ­ ცხადი შეიქნა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ­ - ნაწილი კვლავ რადიკალიზაციის მომხრეა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით­, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაფერი მაინც ფინანსურ რესურსებამდე მიდის­. ვისი ფული იხარჯ­ებოდა არჩევნებზე და რა რესურსები აქვს პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო­ დაფინანსება, მეორე - საერთაშორისო დონ­ორი ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და მესამე - შეწირულობები. სწორედ ამ ფინანსების გადაზიდვა ხდება სხვადასხვა­ მხარეს, რაშიც ხელისუფლების ხელიც ურევია - "ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმო­მადგენელთან ხელისუფლებასაც აქვს ფარული მოლაპარაკება და დახმარებასაც­ სთავაზობს. კერძოდ, თუკი "ნაცმოძრაობას" ნაწილი გამოეყოფა და ახალ პარტიას შექმნის, შემწირველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. პარტიას ფინანსური კრიზისი ისედაც აქვს, რადგან დონორი ორგანიზაციების დახმარება ძალიან შემცირდა - ევროპელი ლობისტები პროცესების რადიკალიზაციას მხარს არ უჭერენ" - განაცხადა ოთარაშვილმა "კვირის პალიტრასთან".

 

 

"კვირის პალიტრა" 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×