რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს.სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს ახალი რედაქციის ტექსტის მიხედვით დადებენ, რაც თავის მხრივ, კონსტიტუციაში განხორციელებულ იმ ცვლილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ტერმინი "სამხედრო ძალები" ტერმინით "თავდაცვის ძალები" შეიცვალა. ამასთან, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნილი, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი "შეიარაღებული ძალები" შეიცვალოს სამხედრო სამსახურით.

სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს შემდეგი ტექსტით დადებენ: "მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ: პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი".

 

 

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×