რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის " წევრი ზაზა ბერიკაშვილი პოლიციამ თბილისში 353 -ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×