რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოსო რობაქიძის დუელში გამოწვევას უარით პასუხობს და ანგარიშის გასწორებას შვილის მკვლელთან ურჩევს:

"სანამ მე დუელში გამომიწვევ სასიკვდილო გასროლით, შვილის მკვლელს იქნებ ერთი სილა მაინც გააწნა. "შენისთანაზე" ხელი რატომ უნდა გავისვარო? დუელშიო, გამომივიდა ბურბონების და დე ვინტერების ჩამომავალი", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოსო რომაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი დუელში გამოიწვია:

"მე არაფერი დამრჩენია, ირაკლი ოქრუაშვილს ვეტყვი თუ დამიჯდება პირდაპირ - შენ რასაც ამბობ, მოიყვანიმ კაცს და დამიმტკიცებ. შენ ხომ იარაღს მაძლევდი?! ახლა მე მოგცემ იარაღს, ჩემსასაც მე მოვიტან. თითო-თითო ტყვია იქნება ჩემსა და შენს იარაღში. თუ მე დამიმტკიცდება, ტელევიზიის წინ საფეთქელზე მივიდებიარაღს. თუ შენ არ მოიკლავ თავს მე მოვკლავ, თუ ამას არ გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილი ლაჩარი იქნება"- ამბობს რობაქიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×