რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოსწავლეს დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

სკოლაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს, რაც სპეციალისტების აზრით, საკმარისი უნდა იყოს დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

ექიმებმა უკვე გამოიკვლიეს ის ბავშვები, რომლებსაც დაავადებულ მოზარდთან კონტაქტი ჰქონდათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×