რეზონანსი
23.12.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 4 მარტს, აბაშაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსია 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×