რეზონანსი
23.12.2018

 “ტაქსი ძვირი ღირს იმ ქალაქებში, სადაც სწრაფი, ეფექტიანი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და მთელი დასახლების მომცველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს … სანამ ეს მიზანი მიღწეული არ იქნება, ტაქსებს თავი დაანებე! თბილისის ტაქსში, ალბათ, არც მჯდარხარ”, - ასე ეხმიანება ლევან ლორთქიფანიძე თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც ტაქსების სერვისის გაუმჯობესებასა და ტარიფის მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მისი თანაგუნდელების ტანკისოდენა ჯიპებს იაფი ტაქსითაც კი არ უნდა გადავუღობოთ გზა … ბერლინში და მიუნხენში ფულიც რომ მქონოდა, ტაქსში მაინც არ ჩავჯდებოდი, საათივით იყო აწყობილი ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო, “ელექტრიჩკა”- წერს ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×