ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს რეალურ დუელში იწვევს.
"ოქრუაშვილს ერთი ადგილი აეწვა, ცდილობს საზოგადოებას გააგებინოს - ნახეთ რა კაცი მებრძვის, რომელმაც შუამავალი გამომიგზავნა ფულზე. ეს არის სიცრუე. ხოm შეეძლო ეს ერთი წლის წინ ან ორის, ან შვიდი წლის წინ ეთქვა..."- აცხადებს რობაქიძე.
მისი სურვილია დუელი ტელევიზიების თვალწინ, პირდაპირ ეთერში გადაიცეს.
"მე არაფერი დამრჩენია, ირაკლი ოარუაშვილს ვეტყვი თუ დამიჯდება პირდაპირ - შენ რასაც ამბობ, მოიყვან იმ კაცს და დამიმტკიცებ. შენ ხომ იარაღს მაძლევდი?! ახლა მე მოგცემ იარაღს, ჩემსასაც მე მოვიტან. თითო-თითო ტყვია იქნება ჩემსა და შენს იარაღში. თუ მე დამიმტკიცდება, ტელევიზიის წინ საფეთქელზე მივიდებ იარაღს. თუ შენ არ მოიკლავ თავს, მე მოგკლავ. თუ ამას არ გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილი ლაჩარი იქნება"- ამბობს რობაქიძე.