რეზონანსი
22.12.2018

 31 წლის ნ.ყ. ადიგენის რაიონის სოფელ ბორჯურში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა სამსახური ახალციხეში ჰქონდა. 1987 წელს დაბადებული ქალი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი კვების ობიექტში მუშაობდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" კვების ობიექტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა - " ორ დღეში ერთხელ იყო მორიგე, დღეს სამსახურში უნდა მოსულიყო, რომ არ გამოჩნდა დავიწყეთ ძებნა. ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ“

ადგილობრივები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები, სიკვდილის რამდნიმე ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა დარწმუნებით ვერავინ ამბობს თუ რა გახდა 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.

"ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - ამბობენ ოჯახის წევრები.

ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი სოფელში გადაასვენეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×