რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) ივანიშვილის გარემოცვა ახლა ყველანაირად შეეცდება, რომ იგი დაამშვიდონ, რადგან ფხიზელი ივანიშვილი მათთვის საშიშროებაა, - ამის შესახებ განცხადებას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აკეთებს.

"ცხადია, ივანიშვილის გარემოცვა ახლა ყველანაირად შეეცდება, რომ იგი დაამშვიდონ და კმაყოფილებაში ჩაძირონ, რადგან ფხიზელი ივანიშვილი მათთვის საშიშროებაა. ფხიზელმა ივანიშვილმა ნათლად შეიძლება დაინახოს თითოეული მათგანის ფასი. სამწუხაროდ, მათ შორის ძალზე ცოტანი არიან იდეურად ლოიალურნი. უმეტესობა ის კატეგორიაა, რომელიც იოლად დაუშვებს მოწინააღმდეგის ბანაკთან ფარული კავშირების გაბმას.

ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, ნაკლებად ესმის იდეური ლოიალურობის ფასი. მას ხშირად არ ესმის, რომ ოპონენტი არ ნიშნავს მტერს და „ფარულ ნაცს" და რომ ოპონენტი ხშირად უკეთესი თანამშრომელია, ვიდრე ის, ვინც თვალებში შემოგციცინებს და განგადიდებს", - აცხადებს ფირალიშვილი "აიპიენთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×