(რეზონანსი) "ჩემი შვილებიც განსაკუთრებული მოლოდინით ელოდებიან ახალი წლის დადგომას და იციან, რომ თოვლის ბაბუა ბუხრიდან უნდა ჩამოვიდეს. სანამ ახალი წელი მოვა, გარკვეულ წერილებს და თხოვნებს უწერენ, თუმცა ისიც კარგად იციან, რომ სკოლაში კარგად უნდა ისწავლონ, თორემ თოვლის ბაბუა გაუბრაზდებათ და საჩუქარს არ მოუტანთ", - ამის შესახებ განცხადებას თბილისი მერი კახი კალაძე აკეთებს.
"ზოგადად ყველა თაობის ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, ახალი წელი არის განსაკუთრებული დღე. მეც, რა თქმა უნდა, როგორც პატარაობისას, ახლაც ისეთი განწყობით ველოდები ახალ წელს და გარკვეულ ასაკამდე მჯეროდა კიდეც თოვლის ბაბუის", - ამბობს კალაძე "მშობლებთან".
დედაქალაქის მერის განცხადებით, სამსახურიდან გამომდინარე საახალწლო ნაძვის ხის მორთვაში მონაწილებას ვერ ღებულობს.
"ადრე ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა ახლა ვეღარ ვახერხებ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. ბავშვები და ანუკი რთავენ ჩვენ საახალწლო ნაძვის ხეს", - დასძენს თბილისის მერი.