რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციის დაცარიელებული სკამები - "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. განაცხადი პოლიტიკური მოტივებით გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე წაიკითხა.

ახალი რეგლამენტით ნებისმიერ პარტიას პოლიტიკური შეხედულების გამო, შეუძლია, ბოიკოტი გამოაცხადოს.

„შაბათს დაინიშნა რიგგარეშე სესია, ასევე ორი სხდომა იქნება მომავალი კვირის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, რეგლამენტის სრული დაცვით, გამოვტოვებთ და ამით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ ქვეყანაში არსებულ ტერორს და პოლიტიკურ დევნას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა ბოიკოტის რეალური მიზეზი სხდომებზე არ დასწრებაა.

საფუძველში წერია, როდესაც არ ესწრება დეპუტატი სხდომებს, შეიძლება ეს საპატიოდ ჩაითვალოს მაშინ, თუ სარჩულია პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს არის ის მომენტი, როცა ცდილობენ არ დაესწრონ სხდომებს, არ იმუშაონ და ეს „გააპრავონ". მეტი საფუძველი არ აქვთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×