რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში, რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებისთვის წყალი ჩამოისხმება.

აპარატის მუშაობას თბილისის მერი რიყის პარკში გაეცნო. კახა კალაძის თქმით, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის 10-მდე სახლი დაიდგა. მომავალი წლისთვის მსგავსი სახლები მთელი თბილისის მასშტაბით დაიდგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×