რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) ეს არის ის დამპალი ადამიანი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე შემჩნეულია ბავშვებზე ძალადობაში, - ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქ მომხმარებელი, ხათუნა ხუსკივაძე ავრცელებს და თან ურთავს ფოტორობოტს, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული.

როგორც ირკვევა, ეს ის ე.წ მანიაკია, რომელიც არასრულწლოვნების ადევნებაში და მათი სექსუალური ძალადობის მცდელობაშია შემჩნეული.

"ეს არის ის დამპალი ადამიანი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე შემჩნეულია ბავშვებზე ძალადობაში. ბავშვები გადარჩნენ, გაავრცელეთ ეს პოსტი ყველამ, ძალიან გთხოვთ, ბავშვები მარტო არ გაუშვათ. დღეს დილით, 08:20 წუთზე სადარბაზოშიც ვნახე. ეს ფოტო რობოტია, ჩემი გადაღებული ფოტო არ არის. რანაირი ფოტოა რომ წერთ, ფოტორობოტზე თუ ვინმეს რამე გაუგია - ზუსტად ისაა", - წერს ხათუნა ხუსკივაძე.

კომენტარებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინორმირებულია და აღნიშნული მამაკაცი იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×