(რეზონანსი) საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.
„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.
რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით ტაქსაობის აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია", - განაცხადა კალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".