რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მისი ადვოკატები ასაჩივრებენ.

უკანონო და დაუსაბუთებელი - ასეთია დაცვის მხარის შეფასება გურჯაანის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ადვოკატები სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

„გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. უფრო მეტიც, ეს ორმაგი სტანდარტი არის, შერჩევითი სამართალი არის, მაშინ, როდესაც იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე მუხლით შეეფარდა გირაო სხვას, დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული არის პატიმრობა. სააპელაციო საჩივარში სრულად გვაქვს დასაბუთებული თუ რა ნორმები არის სისხლის სამართლის პროცესის დარღვეული და შესაბამისად, მაქვს მოლოდინი იმის, რომ მიიღებს წარმოებაში და შეცვლის გადაწყვეტილებას," - განაცხადა ალექსანდრე მგელაძემ.

20 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×