რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) „სიყვარულით სავსე ქალაქი" - თბილისის მთავარი ნაძვის ხე ამ სლოგანით დღეს საზეიმოდ, ზუსტად 20:00 საათზე აინთება.

ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მერი, კახა კალაძე აანთებს. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი ოცწუთიანი კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება. სპექტაკლი „სიყვარული გადამდებია" რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ დადგა.

სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური ნაწარმოებები კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა.

ამასთან, საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×