რეზონანსი
22.12.2018

 H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება - მედიკოსები ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს. რისკჯგუფში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევები პაციენტს პნევმონია უვითარდება.

ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს.

ვირუსის გავრცელების პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×