რეზონანსი
22.12.2018

 შინაური ფრინველის ქურდობისთვის ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მარნეულში საკვებად მოპარული ბატის პატრონმა მოზარდებს თოფიდან ესროლა.

სოფელ ყულარში ყვებიან, რომ ოთხმა ახალგაზრდამ ერთი ბატის მოპარვა და ავტომობილით მიმალვა სცადა. ბატების პატრონი რაშადათ ალიევი მანქანას დაედევნა და ქურდებს სანადირო თოფიდან ესროლა. ტყვიამ შუშა გატეხა და ერთ-ერთ არასრულწლოვანს სახე და მხარი დაუზიანა.

ბატების პატრონი აღიარებს, რომ ახალგაზრდების მანქანას ნამდვილად ესროლა. მისი თქმით, პოლიცია დამნაშავეს ვერ აკავებს, ამიტომ გადაწყვიტა, ქურდი ფაქტზე თავად დაეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი დაიჭრა, რაშადათ ალიევი არ დაუკავებიათ.

ადგილობრივები ფრინველის ქურდების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ, მაგრამ ფერმის პატრონსაც ამართლებენ. მათი თქმით, ქვემო ქართლში ბევრი უკანონობა ხდება, ხშირია ქურდობის ფაქტებიც. პოლიციელები დანაშაულს ვერ ხსნიან, ამიტომ ადგილობრივები იძულებულები ხდებიან, თავი თვითონ დაიცვან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×