საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშილს “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას, სოციალური ქსელის მომხმარებელმა მიმართა: “მიშა, უნდა ჩამოხვიდეთ, როგორც უკრაინაში ჩახვედით და ხალხმა გადაგიყვანათ საზღვარზე, მუხტი სჭირდება ხალხს პროტესტის მუხტი”.
აღნიშნულს სააკაშვილმა ასე უპუსუხა:
“მეგობრებო, ყველა მომენტს უნდა მომზადება. მომზადებას უნდა თითოეული თქვენგანის მუშაობა, ჩვენი ამოცანა არის, ხალხი იყოს მზად, თავის ქვეყნის ბედი აიღოს საკუთარ ხელში”, – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებას “ტაბულა”-ს გენერალური დირექტორი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით გამოეხმაურა:
“თითოეულმა თქვენგანმა უნდა იმუშავოთ, რომ ამას გამზადებული ტახტი დაახვედროთ! აბა, მზამზარეული მიშა რომ გინდათ, უშრომელად – ეგრე სადაა. დაიმსახურეთ და ჩამოვა,” – წერს ჩერგოლეიშვილი.
(მარშალპრესი)