რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატ თენგიზ გუნავას, რომელმაც განაცხადა, რომ გახარია კრიმინალებთან მართავდა შეხვედრას, მათ შორის იყო ე.წ. მაყურებელი, გვარად ცხაკაია.

„ბატონო თენგიზ, მეორედ დამისახელეთ ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ, ჩამოვალ ერთხელ და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ „რუსთავი 2"-ს უყურებს, ან რამე. მე შემახვედრეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×