რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

პატრიარქმა ისაუბრა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×