რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) 16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარი ინციდენტის მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას ბრალი საავადმყოფოში გააცნეს.

მირიანაშვილი გუშინ ღამით გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად გამოძიება 353-ე მუხლის პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×