რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე შს მინისტრს მოუწოდებს, ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" ყურება დაიწყოს. როგორც გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას უსმენენ, „ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს, ეს ისედაც ნათელია და არა მხოლოდ ამ ფილმით".

„მე ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვაზე: რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან. თქვენ ირონიულად მოიხსენიეთ, რომ თითქოსდა ეს ჩაცუცქულობის ინსტიტუტი მათ შორის საარჩევნო პროცესში არ არსებობს.

საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. „ჩემი ცოლის დაქალებს" თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს, ეს ისედაც ნათელია და არა მხოლოდ ამ ფილმით", - განაცხადა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×