რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონასი) სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი არ აქვს - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულმა ოცნებამ" საკმაოდ მაღალი „ფასი" გადაიხადა, ამიტომ მას მოუწევევს მათი აზრების გათვალისწინება.

"გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური ლეგიტიმაცია, თვითონაც აცნობიერებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად ასმაგი გადაიხადა მის გაპრეზიდენტებაში. მე არ ვამბობ მხოლოდ რესურსების ღირებულებაზე, პოლიტიკური „ფასი" გადაიხადა ძალიან მაღალი, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ის ძალიან სუსტი ფიგურაა ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ დაფაზე. ხვალ და ზეგ არ გამოვრიცხავ ეს მობეზრდეს. ბუნებრივია, მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების" დაკრულზე, მეტი გამოსავალი მას არ აქვს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×