(რეზონანსი) "არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ხუთი და ორი წლის წინ. ამის შემდეგ ყველა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი!", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ინაუგურაციის დღეს მომხდარ დაპირისპირებებზე საუბრისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აქციაზე დაფიქსირებული დარღვევების გამო ყველა დაისჯება, განურჩევლად მათი სტატუსისა.
"ვფიქრობ, არავის უნდა უკვირდეს ის ზომები, რაც პოლიციამ მიიღო. კიდევ ერთხელ შემიძლია აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს დამატებით ფაქტების შესწავლა და როგორც კი გამოვლინდება ყველაფერი, ყველა პირი იქნება პასუხისგებაში მიცემული.
და როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ შედარებებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - რა სტატუსი მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყო, როგორც კი სახელწმიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის! - არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი ხუთი და ორი წლის წინ. ასე იქნება. და ამის შემდეგ ყველა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი!", - განცხადა გიორგი გახარიმ.